7874 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

60H613H1 გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

მოლარე

უნიკომი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

"UNICOM" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №3

** სამუშაო კვირა: 40 საათი

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 200 ლარი (Net ხელზე) + ბონუსი

** სტაბილური სამუშაო გარემო

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;

** სალარო ოპერაციების სწორად და ზუსტად შესრულება;

** პროდუქციის პროგრამულად გატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

** სალაროში ნაღდი ფულისა და ტერმინალის ოპერაციების კონტროლი;

** სალაროს გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება;

** დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შესაბამისობის უზრუნველყოფა;

** დაბრუნების/გაცვლის ოპერაციების კომპანიის დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესრულება;

** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;

** მომხმარებელთან მომსახურების კომპანიის სტანდარტების დაცვა;

** სამუშაო სივრცის წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება;

** ფილიალის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მოლარის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

** ნაღდ ფულთან მუშაობის სიზუსტე და პასუხისმგებლობა;

** ყურადღება დეტალების მიმართ;

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანიის შესახებ

"UNICOM" არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ მომსახურებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს დავეხმაროთ მის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის სწორად შერჩევაში.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;

** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-ბათუმი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
უნიკომი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა