8,791 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

61NV5B6B გამოქვეყნდა 21 სექ 7 ნახვა

უნიკომი

უნიკომი

კატეგორიის შესყიდვების ასისტენტი

უნიკომი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1300 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი UNICOM აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ანალიტიკური აზროვნების და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის მქონე ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ტექნიკის კატეგორიების მართვის პროცესში და ეტაპობრივად მიიღებს უფრო მეტ ცოდნას და განვითარებას.

პოზიცია კარგი შესაძლებლობაა კანდიდატისთვის, რომელსაც სურს დაწინაურდეს კატეგორიის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლების შეთავაზებებისა და ფასების სიების დამუშავება;
  • გაყიდვებისა და არსებული მარაგების მონაცემების მომზადება და ანალიზი;
  • სწრაფად და ნელა გაყიდვადი პროდუქციის გამოვლენა;
  • დეფიციტური და ჭარბი მარაგების მონიტორინგი;
  • შესყიდვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • შეკვეთების მომზადება და დამტკიცებული შეკვეთების გაგზავნა;
  • შეკვეთებისა და მიწოდების პროცესის კონტროლი;
  • პროდუქციის ფილიალებზე განაწილება.
  • ფასების ცვლილებებისა და აქციებისთვის საჭირო მონაცემების მომზადება;
  • ახალი პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლებისა და ინფორმაციის მოძიება;
  • პროდუქტის მონაცემების პროგრამაში შეყვანა და განახლება;
  • კატეგორიების გაყიდვების, მარაგებისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების პერიოდული ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების სურვილი.

შესყიდვების ან ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა არ არის.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი
  • სამუშაო კვირა: 40 საათი
  • დასვენება: კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული +500 ლარი ბონუსი
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

განვითარების შესაძლებლობა:

ჩვენთვის ეს პოზიცია არ არის მხოლოდ ტექნიკური ასისტენტის ფუნქცია. წარმატებული თანამშრომლის განვითარების შესაძლო გზა იქნება:

კატეგორიის შესყიდვების ასისტენტი → კატეგორიის მენეჯერი.

თანამშრომელი ეტაპობრივად შეისწავლის შესყიდვების დაგეგმვას, ასორტიმენტის მართვას, ფასებს, მარაგებს, გაყიდვების ანალიზსა და კატეგორიის მართვას და შედეგების შესაბამისად მიიღებს უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ: "შესყიდვების ასისტენტი"

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
უნიკომი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა