9292 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

61XSNDYA გამოქვეყნდა 29 ოქტ 42 ნახვა

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას. კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია „ინოთიმი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისის, შიდა ქართლის და აჭარის რეგიონებში.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე; ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას; - თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან; - ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები: - განრიგის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება; - კლიენტებთან მოლაპარაკება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; - პროდუქტების გაყიდვების მართვა გეგმის შესაბამისად; - კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება; - სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის განსაზღვრა, ტენდენციების ცოდნა და ბაზრის მონიტორინგი; - მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; - შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი, ან პროფესიული სამედიცინო განათლება; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; - სასურველია, ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები: - პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი; - ორგანიზებულობა; - მოლაპარაკების უნარი; - დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - რთული სიტუაციების მართვის უნარი; - დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„ინოთიმი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის 1 წლის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა