სასწავლო პროგრამების კოორდინატორი
დაიწყე კარიერა საერთაშორისო განათლების სფეროში, შემოუერთდი MT International Education-ს! გაინტერესებს განათლების მენეჯმენტი, საერთაშორისო უნივერსიტეტები და სტუდენტებთან მუშაობა? ეძებ საქმიანობას, სადაც შენი კვლევისა და კომუნიკაციის უნარები ადამიანებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება?
MT International Education ეძებს სასწავლო პროგრამების კოორდინატორს თბილისში.
ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვაში უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევიდან, დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებისა და განაცხადების მომზადებიდან სავიზო პროცესისა და გამგზავრებისთვის მზადების ჩათვლით.
რას გააკეთებ ჩვენთან?
- მოიძიებ და შეისწავლი უცხოურ უნივერსიტეტებს, სასწავლო პროგრამებსა და სტიპენდიებს;
- მოამზადებ სტუდენტის ინტერესებზე, აკადემიურ გამოცდილებასა და ბიუჯეტზე მორგებულ საგანმანათლებლო შეთავაზებებს;
- სტუდენტებსა და მშობლებს გააცნობ უნივერსიტეტებს, პროგრამებსა და მიღების პირობებს;
- გექნება რეგულარული კომუნიკაცია ოჯახებთან და მიაწვდი მათ განახლებულ ინფორმაციას;
- გადაამოწმებ სწავლის საფასურს, მოთხოვნებსა და განაცხადების ვადებს და განაახლებ შესაბამის მონაცემებს;
- მოამზადებ ანგარიშებს შესრულებული სამუშაოსა და მიმდინარე პროცესების შესახებ;
- შეასრულებ ხელმძღვანელის მიერ დავალებულ, პოზიციასთან დაკავშირებულ დამატებით ამოცანებს.
რას ველით შენგან?
- დასრულებულ უმაღლეს განათლებას - მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს;
- ინგლისური ენის ცოდნას მინიმუმ B2 დონეზე;
- ინფორმაციის მოძიების, გადამოწმებისა და სისტემატიზაციის უნარს;
- Microsoft Office-ის Excel, Word და PowerPoint სამუშაო დონეზე ცოდნას;
- გამართულ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას;
- ორგანიზებულობას, დეტალებზე ყურადღებასა და ვადების დაცვის უნარს;
- პასუხისმგებლობას და განათლების მენეჯმენტის სფეროში განვითარების ინტერესს;
- პირად ლეპტოპს, რომელსაც სამუშაოდ გამოიყენებ.
- უპირატესობად ჩაითვლება:
- საზღვარგარეთ სწავლის ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება;
- გაცვლით პროგრამაზე განაცხადის მომზადების გამოცდილება;
- სასწავლო ან ტურისტული ვიზის განაცხადის მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება.
- ინგლისურის გარდა, სხვა ენის ცოდნა.
სამუშაო ფორმატი და ანაზღაურება
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო;
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00;
- ჰიბრიდული ფორმატი: 4 დღე ოფისში და 1 დღე დისტანციურად;
- პირველი 3 თვე - სტაჟირება: პირველი თვე ანაზღაურების გარეშე; მეორე და მესამე თვე - თვეში 1, 000 ლარი;
- სტაჟირების შემდეგ: ყოველთვიური ხელფასი - 1, 500 ლარი.
თუ გინდა, საერთაშორისო განათლება შენი პროფესიული საქმიანობის ნაწილი გახდეს, გელოდებით!
წერილის სათაურში მიუთითე: "სასწავლო პროგრამების კოორდინატორი".