8487 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

649WHAWJ გამოქვეყნდა 3 სექ 2 ნახვა

ადმინისტრაციული ასისტენტი

Onex Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

** ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხება და დაარქივება;

** შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება-ჩაბარების პროცესის წარმოება;

** ადგილობრივი შესყიდვების დროულად და ეფექტურად განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Excel, Word) კარგი ცოდნა;

** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** დეტალებისადმი ყურადღება;

** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრულ, კვირაში 40 საათი

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 19 ბ

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს

** ფიქსირებული ანაზღაურებას + ბონუსი

** Fitpass

** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Onex Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის