აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს საქართველოს "მონტესორის ცენტრში"!
სამუშაოს აღწერა:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მოწოდებულ აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო და აქვს შესაბამისი განათლება, შესაძლოა მოგვმართონ, როგორც სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა ან სტუდენტებმა, ისე გამოცდილმა კადრებმა. როგორც აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ზრდა-განვითარებაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე/სრულ განაკვეთზე
თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს:
** ბავშვების ყოველდღიური მოვლას და მეთვალყურეობას
** მონტესორის მეთოდით დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობებში დახმარებას
** ბავშვების ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას
** საკვების სერვირება და განაწილება ბავშვებისთვის
** უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნება შენობაში და საკვებ ზონაში
** ზარებზე პასუხის გაცემა და მშობლებთან ურთიერთობა
** სასწავლო მასალის თარგმნა და მცირე საოფისე დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** ბავშვების გულწრფელი სიყვარული
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი, პედაგოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ან მსგავს სფეროში
** მოთმინება, თანაგრძნობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ადრეული ბავშვობის განათლების საბაზისო ცოდნა პლუსია
** ქართული ან ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
გახდით ჩვენი მოტივირებული და ინოვაციური გუნდის ნაწილი.
განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და რამდენიმე სიტყვა თქვენ შესახებ: სათაურით "აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი" - [თქვენი სახელი].
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.