ბაზის ოპერატორი
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ბაზის ოპერატორის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ავტოსერვისით მომსახურებას, ასევე, სპეც.ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.smotors.ge "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული პროდუქციის პროგრამა FINA -ში ატვირთვა, დახარისხება, შესაბამის ჯგუფებში ფორმირება. - საცალო გაყიდვების ანალიზის წარმოება მაღაზიების მიხედვით. (თვის ჭრილში) - პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიღება / დამუშავება / სწრაფად აღმოფხვრა შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად; - პროგრამაში არსებული ნაშთებიდან ე. წ პროდუქციის, დასურათებული კატალოგების ფორმირება მომხმარებელების ან/ ბრენდის მიხედვით. - ვირტუალურ საწყობებს შორის ნაშთების გადატანა - ზედნადებების სიზუსტის კონტროლი RS.ge -ზე ატვირთავა - რეალიზაციის გატარება პროგრამა FINA-ში
საკვალიფკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე) - ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი; - Excel მაღალ დონეზე ცოდნა. - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურებას. - მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!