სოციალური მედიის მენეჯერი
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია მენეჯერის თანამდებობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: shop.naturland.ge
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00 - 18:00 სთ
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
** დისტანციური მუშაობა არ განიხილება
სოც. მედია მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა მისთვის ჩაბარებული ბრენდის/ბრენდების სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, არსებული იმიჯის მუდმივი მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედია არხების მართვა და მონიტორინგი; მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, კონტენტის შემუშავება, ვიზუალური მასალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
** სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი;
** პროდუქციის ფასებისა და ასორტიმენტის სრულფასოვანი ცოდნა;
** კონკურენტი ბრენდების ასორტიმენტისა და აქტივობების მუდმივი მონიტორინგი სოც.მედია არხების საშუალებით.
მოთხოვნები:
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა;
** სასურველია განათლება მარკეტინგის/PR-ის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** Google Ads, Google Analytics - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კრეატიული;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
"ნატურლენდი" გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა + fitpass;
** მეგობრული გუნდი და სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.