პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული მასწავლებელი
შპს „გეოგლობალ აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული მასწავლებლების პოზიციაზე:პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული მასწავლებელი
მის: ქ. მარნეული 26 მაისის №80
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება /პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- პედაგოგების პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის წარდგენის წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
- CV (რეზიუმე);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დიპლომი);
- კვალიფიკაციის/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი (მაგ.: „საბაჟო საქმის მასწავლებელი – მარნეული“ ან ბოლნისი“). გისურვებთ წარმატებას! შპს „გეოგლობალ აკადემია“ მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.