გაყიდვების კონსულტანტი
„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:
რას გააკეთებ მაღაზიაში მომხმარებელს ხვდები, ეხმარები არჩევანში და ზრუნავ, რომ კმაყოფილი გავიდეს. - დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში - მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე - მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ - იმუშავებ სალაროსთან - იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
რას მიიღებ wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს — მაღაზიების ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao. - ჯანმრთელობის დაზღვევა - ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე - ძირითადად 6-საათიანი ცვლები - ყველაფერს ადგილზე გასწავლით - წინსვლის რეალური შანსი - გუნდი, რომელიც მხარში დაგიდგება
ვის ვეძებთ - თუ გაყიდვებში ან მომსახურებაში გიმუშავია — უპირატესობაა, მაგრამ აუცილებელი არ არის - ინგლისური ან რუსული — საშუალო დონეზე
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://careers.wegroup.ge/careers/k5kn