8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6BQN66GD გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

პრისეილერი/სავაჭრო წარმომადგენელი

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია შპს"სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს პრისეილერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ერთი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;

** ეფექტურ საბონუსე სისტემას;

** საწვავით უზრუნველყოფა;

** ულიმიტო სასაუბრო;

მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;

** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;

** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;

** პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;

** გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;

** უშუალო ხელმძღვანელთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;

** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;

** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;

** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;

** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა

** საკუთარი ავტომობილი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელური;

** პუნქტუალური;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე:.

სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის