HR ჯენერალისტი
კომპანია "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო ფორმატი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების ყოველდღიურ პროცესებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
- შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
- Onboarding პროცესების მართვა;
- HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლების დატრენინგება და შეფასება.
- შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- HR მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია;
- დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR ჯენერალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.