9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

6EZWJVQS გამოქვეყნდა 10 ოქტ 43 ნახვა

თიბისი ლიზინგი

თიბისი ლიზინგი

კორპორაციული ლიზინგის მენეჯერი/გაყიდვები

თიბისი ლიზინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს დროებით ვაკანსიას კორპორაციული ლიზინგის მენეჯერი (გაყიდვები) პოზიციაზე ავტოლიზინგის გუნდში.

თანამშრომლობის ვადა: 7–8 თვე მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: - კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება; - დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი; - დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი; - სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება; - საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა; - ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი; - ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვა; - პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი; - სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და/ან ფინანსების მიმართულებით; - აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - აუცილებელია ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა; - სასურველია ფინანსურ, სალიზინგო და/ან სადაზღვეო სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - Microsoft Office (Excel, Word).

დამატებითი უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nGGIuIBc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა