8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6FZH7QJW გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

აღმასრულებელი მენეჯერი

სმოტორსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანიის შესახებ:

კომპანია "სმოტორსი" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება.

** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება.

** კორპორატიული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.

** ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა.

** პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია.

** სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა.

** ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში).

** ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა.

** ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.

** დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.

** სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სმოტორსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის