ოთახების დიასახლისი
"Spark by Hilton" ეძებს მეგობრულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ოთახების დიასახლისს ჩვენს გუნდში შესაერთებლად.
თუ გიყვართ სისუფთავე, წესრიგი და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- თეთრეულისა და ჰიგიენური ნივთების განახლება
- ნომრებში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
- ტექნიკური ან სხვა ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
კანდიდატის მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების დაცვა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: 09:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით)
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (მცოცავი)
- ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსები
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას სამუშაო დღის განმავლობაში
- სტაბილურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში
- Spark by Hilton-ის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნომერზე: 577155668
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.