ბრენდის ტექნოლოგის დამხმარე
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდის ტექნოლოგის დამხმარეს პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge www.facebook.com/Askaneli1880 www.facebook.com/Askaneli-Garden
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საშუალო განათლება. - მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები: - ბრენდის დამზადების ტექნოლოგიის პროცესში ჩართულობა და საქმიდან გამომდინარე ყველა საჭირო სამუშაოს შესრულება. - უშუალო ხელმძღვანელების მიერ გაცემული ნებისმიერი დავალების შესრულება. - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ. შესვენება დღეში 1 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.