უსაფრთხოების თანამშრომელი / დაცვა
დაცვის კომპანია „ნაია“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 1000–1050 ლარი (ხელზე ასაღები) + კვება + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი ყოველ მე-3 დღეს — 24-საათიანი ცვლა; 2 დილა / 2 საღამო — 12-საათიანი გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები - ობიექტის უსაფრთხოებისა და წესრიგის კონტროლი; - ტერიტორიაზე შემომსვლელებისა და შესაბამისი პროცედურების კონტროლი; - უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება და ინფორმაციის დროული გადაცემა.
მოთხოვნები - ასაკი: 18 წლიდან; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა; - ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო; - სასტუმროსა და მობილური სამსახურის პოზიციებზე უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა (სასაუბრო დონეზე); - სხვა ობიექტებზე აუცილებელია ქართული ენის ცოდნა. უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - სამუშაო უნიფორმას; - სასტუმროს ობიექტზე მუშაობის შემთხვევაში — ერთჯერად კვებას; - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - სტუდენტებისთვის მორგებულ გრაფიკს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: mariam.vakhania@naia.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 533 33 19 35 +995 591 44 74 14
გასაუბრება დარიალის შესახვევი №12, სად. 1, მე-2 სართული 10:00–16:00, შაბათ-კვირის გარდა
CV-ის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „ნაიამ“ დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზეც და შენახულ იქნეს ერთწლიანი ვადით.