7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6TMGJKK6 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

მერჩენდაიზერი

ლიდერფუდი via hr.ge
ბათუმი სტაჟირება მარკეტინგი / PR
₾900 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს „ლიდერი-ფუდი“ სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე:

დასაქმების ადგილი: ქ. ბათუმი (კარფური - ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა) სამუშაო გრაფიკი: 9 საათი; ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი; კვირაში 2 დღე დასვენება;

ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურებად სტაჟირებას - ჯანმრთელობის დაზღვევას - გრძელვადიან თანამშრომლობას - კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს მერჩენდაიზერის საქმიანობას: - დახლმაცივარში პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი; - პროდუქციის განლაგების პრიორიტეტების გათალისწინება; - პროდუქციისთვის გამოყოფილი ადგილების კონტროლი; - მომხმარბლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება; - მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება; - მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციბის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთოთ 2026 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

შპს “ლიდერი-ფუდი“ გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე https://liderfood.selfrecruit.ge/s/6lDC

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ლიდერფუდი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა