სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) აცხადებს ღია კონკურსს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე — 1 ვაკანტური ადგილი.
სამუშაო ადგილი: რუსთავის გზატკეცილი N22ა; ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები
- საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის თანამშრომლის, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ან/და სხვა პირის, რომელიც იმყოფება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი გადაუდებელი ექიმამდელი დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება;
- ინციდენტის შემთხვევაში, დაშავებულ (ებ)ზე ზრუნვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის მოსვლამდე;
- მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება ადამიან (ებ)ის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად;
- პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საშუალებების რაოდენობისა და მათი ვარგისიანობის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის შესასყიდი სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელებისთვის რეკომენდაციის მიცემა სტუდენტის სასწავლო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის ჩატარება;
- ეპიდემიის შემთხვევაში, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების პრევენციული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა;
- საქმიანობის შესაბამისად, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში ან პროფესიული სამედიცინო განათლება ან აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატის ფლობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ ქსელში ჩართულ სატელეფონო მომსახურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პოლისს.
კონკურსის ჩატარების ვადები
- საბუთების მიღება: 2026 წლის 10 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით;
- კანდიდატებთან გასაუბრება: 20 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
- რეზიუმე (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
- "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
თუ დაინტერესებული ხართ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!