8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6XA46GPC გამოქვეყნდა 29 სექ 14 ნახვა

Starring Georgia

Starring Georgia

ოფისის მენეჯერი

Starring Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾2551 / თვეში ბოლო ვადა: 13 ოქტ

კომპანია შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას N14. ხოლო ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი). სამუშაო განაკვეთი: სრული - 10:00-19:00 ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება: 2551 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ოფისში წესრიგის, კომფორტული და პროფესიონალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საჭირო მარაგების კონტროლი და დროული შესყიდვის ორგანიზება;
  • ოფისის ტექნიკის, ავეჯისა და სხვა მატერიალური რესურსების გამართულობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სერვისებთან კოორდინაცია;
  • მომწოდებლებთან და მომსახურების კომპანიებთან ურთიერთობა, მათ შორის დასუფთავების, ტექნიკური მომსახურების, კურიერული და სხვა საოფისე სერვისების კოორდინაცია;
  • სტუმრების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
  • შეხვედრებისთვის საკონფერენციო სივრცეების მომზადებისა და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების, შიდა ღონისძიებებისა და სტუმრების ვიზიტების საორგანიზაციო მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებისთვის ყოველდღიური საოფისე საჭიროებების ოპერატიულად მოგვარება;
  • კომპანიის შიდა ადმინისტრაციული პროცედურებისა და ოფისის წესების შესრულების ხელშეწყობა;
  • ოფისის უსაფრთხოებასთან, დაშვების სისტემებთან, გასაღებებთან/ბარათებთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ფარგლებში დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - C1 .

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Starring Georgia
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა