7845 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6ZSS3CMD გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

მძღოლი

Onex Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დისციპლინირებულ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ტვირთის უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა,

** აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე,

** კომპანიის მხრიდან დადგენილი სტანდარტების დაცვა,

** კომპანიის მხრიდან ჩაბარებულ ავტომობილზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვა

** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა სტანდარტების დაცვით,

** უსაფრთხოების ნორმების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული

** პუნქტუალური

** პასუხისმგებლობიანი

** შრომისმოყვარე

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

** Fitpass;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Onex Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა