MEP-საინჟინრო ქსელების ინჟინერი
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას MEP -საინჟინრო ქსელების ინჟინრის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს. კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული. ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები: - სამშენებლო პროექტებში MEP სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი. - საცხოვრებელი კომპლექსის საინჟინრო სისტემების (ელექტრო, წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, გათბობა/გაგრილება) მონტაჟის, ექსპლუატაციისა და მოვლის კოორდინაცია. - საინჟინრო ქსელების პროექტების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამისობის უზრუნველყოფა. - შესრულებული სამუშაოების ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი. - სამშენებლო, ტექნიკური და სარემონტო ბრიგადებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია. - ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება. - ინვენტარის, მასალებისა და ტექნიკის მოხმარების კონტროლი. - უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა. - პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის. - საპროექტო ჯგუფის (კომპანიის) შერჩევაში მონაწილეობის მიღება; - საინჟინრო სისტემების პროექტირების ზედამხედველობა; - სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; - ოპტიმალური ტექნიკური დავალების შედგენა; - საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო დანადგარების და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის შერჩევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება საინჟინრო, ელექტრო, მექანიკური ან დაკავშირებულ სფეროში. - მინიმუმ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება: MEP მენეჯერის, უფროსი ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე. - საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა. - პროექტის მართვის უნარები და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი. - AutoCAD-ისა და MS Office პროგრამების ცოდნა. - დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარები. - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - გამორჩეული ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი. - პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი. - კომუნიკაბელურობა და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. - გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციებში. - დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა. - დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://vr.selfrecruit.ge/s/cb5l5