პრომო-მერჩენდაიზერი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომოს პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ამოცანები
- შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და გაცნობა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა;
პირობები
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში არაუმეტეს 30 სამუშაო საათი.
- სამუშაო საათები: 15:00-21:00
- სამუშაო ადგილი: სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე, კანდიდატთან შეთანხმებით.
სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან გამოგზავნეთ ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.