ბარისტა-გამყიდველი
რუსთაველის მეტროსთან მდებარე ახალი კაფე "გიშო კოფი" ეძებს ახალგაზრდა, ხალისიან და ენერგიულ თანამშრომელს.
მოვალეობები:
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
- ობიექტის წესრიგში მოყვანა
- პროდუქციისა და ტურების გაყიდვა
- პრიორიტეტი მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს
სამუშაო გრაფიკი:
შეთანხმებით (კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი) კაფე იხსნება 07:30 საათზე და იკეტება 22:30 ზე
ანაზღაურება:
- მოჭრილი 1200 ლარი + კარგი ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე (მონდომებული მუშაობით თავისუფლად შეძლებთ 1500 დან 2000 ლარამდე გამომუშავებას)
- ხელფასის გაცემა ხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ხოლო ბონუსების გატანა შეგეძლებათ ყოველდღიურად ქეშით
- უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ან ცხელი სასმელი
- უფასო კვება (დღეში ერთხელ)
გამოცდილება აუცილებელი არ არის. ადგილზე შეგასწავლით საქმეს.
სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ან მეტროსთან ახლოს.
ვაკანსიით დაინტერესებულებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე ან მოგვწეროთ ვათსაფზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.