ტექნიკოსი
"CLOCKS HOTEL Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
- კომპანიაში არსებული ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური ინსპექტირება/მონიტორინგი და რემონტი;
- გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
- გათბობა-გაგრილების სისტემების, მოწყობილობების კონტროლი გარკვეული პერიოდულობით;
- გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
- გადაუდებელი ელექტრო / სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით;
- წვრილმანი ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა მინდობილ ტერიტორიაზე დადგენილი პერიოდულობით;
პიროვნული უნარები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უნარი შეინარჩუნოს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.