ელექტრო-მექანიკოსი
შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
ძირითადი მოვალეობები: - ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა; - მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა; - ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი; - მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება; - დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა; - სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; - ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა; - ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი; - ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია.
სასურველი უნარები: - ელექტრო შედუღების ცოდნა; - სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; - ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი; - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე; - ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი); - დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599190866 / გიორგი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.