მონაცემთა და AI გადაწყვეტილებების არქიტექტორი
"EPAM" ეძებს Data and AI Solution Architect-ს, რომელიც უშუალოდ კლიენტებთან იმუშავებს.
შენი ამოცანა იქნება მსხვილი კომპანიებისთვის მონაცემთა და AI გადაწყვეტების დაპროექტება და დანერგვა.
რას გააკეთებ
- უხელმძღვანელებ მონაცემთა და AI გადაწყვეტების არქიტექტურას იდეიდან დანერგვამდე
დააპროექტებ მასშტაბურ და უსაფრთხო მონაცემთა პლატფორმებს Azure-ზე, MS Fabric-სა და Databricks-ზე
- AI ტექნოლოგიებს (Copilot, Claude, GenAI) ჩართავ კლიენტის ბიზნეს პროცესებში
- გაუწევ კონსულტაციას კლიენტებს, მათ შორის უმაღლეს მენეჯმენტს
- ტექნიკურად წარმართავ რამდენიმე პროექტსა და გუნდს
- მიიღებ მონაწილეობას ახალი პროექტების მოზიდვაში: შეთავაზებებისა და ტექნიკური შეფასებების მომზადებაში
ვის ვეძებთ
- 10+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა და AI არქიტექტურაში
- Azure-ის, MS Fabric-ისა და Databricks-ის სიღრმისეული ცოდნა
- Python-ისა და SQL-ის ცოდნა
- GenAI-სა და AI აგენტების ფრეიმვორკების ცოდნა
- კლიენტებთან მუშაობისა და სტრატეგიული კონსულტირების გამოცდილება
- წარმოების (manufacturing) სფეროს ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე: https://epa.ms/ge-vacancy-data-ai