9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

791ER7D3 გამოქვეყნდა 16 ოქტ 94 ნახვა

იურისტი

Talkpal გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

About Us

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

Job Description

ვეძებთ იურისტს, რომელიც დისტანციურად უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას - ხელშეკრულებების, რეგულაციებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

შენი ძირითადი სამუშაო:

  • ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა (რევიზია) და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და სისტემატიზაცია;
  • კომპანიის წესებისა და პირობების (Terms & Conditions), კონფიდენციალურობის პოლიტიკისა (Privacy Policy) და სხვა საჯარო იურიდიული დოკუმენტების გადახედვა და გაუმჯობესება;
  • ციფრულ სერვისებთან დაკავშირებული რეგულაციების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებთან შესაბამისობის (Compliance) შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
  • საერთაშორისო კანონმდებლობის (განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივი რეგულაციების) კვლევა და ანალიზი;
  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულების (მარკეტინგი, ფინანსები, პარტნიორობები, მომხმარებელთა მხარდაჭერა) მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი კონსულტირება.

შენ მოგაქვს:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომპანიასთან ან საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ციფრული პროდუქტებისა და სერვისების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1/C2 დონეზე;
  • AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და მათი გამოყენების უნარი სამართლებრივი კვლევისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად.

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

  • გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
  • მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: Remote;
  • დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/O9oH?source=jobs.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა