აღმასრულებელი ასისტენტი
საერთაშორისო კომპანია ეძებს აღმასრულებელ ასისტენტს, რომელიც უზრუნველყოფს ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან ორგანიზებასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ, ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე კანდიდატს, რომელსაც შეუძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რამდენიმე საკითხის ერთდროულად მართვა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პროფესიონალურად მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები
- ხელმძღვანელის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა;
- ელექტრონული ფოსტის მართვაში მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა და პრიორიტეტიზაცია;
- შეხვედრების, ღონისძიებებისა და მივლინებების საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/კოორდინირება;
- ანგარიშების, დოკუმენტების, მოხსენებებისა და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების მომზადება;
- ხელმძღვანელის სახელით შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა პროექტისა და მიმდინარე დავალების განხორციელებაში ჩართულობა;
- შეხვედრებისა და შეთანხმებული საკითხების შემდგომი ნაბიჯების კონტროლი და შესაბამის პირებთან კოორდინირება;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- პერსონალური ასისტენტის, აღმასრულებელი ასისტენტის, ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ძალიან კარგი (C1-C2დონეზე) ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- სხარტი, ანალიტიკური აზროვნება, მაღალი ინტელექტი;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფად რეაგირების უნარი;
- პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დიპლომატიურობა, ტაქტიანობა, კონფიდენციალური ინფორმაციის პროფესიულად მართვის უნარი;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს და ერკვეოდეს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებში, ყოველდღიური ამოცანების ოპტიმიზაციისთვის;
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჰიბრიდული (ძირითადად დისტანციურად, თუმცა საჭიროებისამებრ აუცილებელი იქნება შეხვედრები)
- სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: 3500 ლარი NET.
თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ აღწერილ მოთხოვნებს და მზად ხარ შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნე შენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!