9881 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7J9465M9 გამოქვეყნდა 12 ოქტ 35 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების მენეჯერი

Bank of Georgia
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
განაცხადი კომპანიის საიტზე ↗
შეთანხმებით

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოს ბანკის ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სამსახური აცხადებს ვაკანსიას ბიზნესპროცესების დოკუმენტირების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები: - ბიზნესპროცესების დოკუმენტირების საჭიროებისა და შესაბამისი დოკუმენტის ფორმის განსაზღვრა;

  • ბიზნესპროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების (პოლიტიკა, პროცედურა, ინსტრუქცია და სხვ.) შემუშავება ბანკში მოქმედი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • ბიზნესპროცესების დოკუმენტირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება პროცესში ჩართული ან/და მასთან დაკავშირებული მხარეებისგან;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მხარეებთან დაზუსტება;
  • შემუშავებული დოკუმენტების შეთანხმების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • დოკუმენტების დამტკიცების პროცესის უზრუნველყოფა ბანკში მოქმედი წესების შესაბამისად;
  • მოქმედი დოკუმენტების განახლება შესაბამისი ბიზნესერთეულების მოთხოვნის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; სასურველია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართალმცოდნეობის, ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • ბიზნესპროცესების ანალიზის, დოკუმენტირების ან/და პროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო ან/და საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების(პოლიტიკები, პროცედურები, ინსტრუქციები და სხვ.) შემუშავების/განახლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები: - გამართული წერითი კომუნიკაციისა და ინფორმაციის მკაფიოდ, ლოგიკურად და სტრუქტურირებულად გადმოცემის, უნარი;

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • კომპლექსური ინფორმაციის დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 23 ოქტომბრამდე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა