ავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, ზაჰესი: პლატინის ქ. N2; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
ძირითადი მოვალეობები: - მძღოლების განაწილება და 1C პროგრამაში შემოსული შეკვეთების დამუშავება, მიწოდების დაგეგმვა, მიწოდების ვადების კონტროლი; - კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე შეცვლილი სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვიანობის წარმოება; - კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების საჭირო საწვავით დროული მომარაგება და აღრიცხვიანობა; საწვავების შეძენა, დარიცხვა და ხარჯვის კონტროლი; - სატრანსპორტო საშუალებების ტექ. დათვალიერებების აღრიცხვიანობა და ვადების კონტროლი; - კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ცეცხლმაქრების მდგომარეობისა და ექსპლუატაციის კონტროლი; - ავტომანქანების დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი; - კომპანიის საავტომობილო პარკის მენეჯმენტი და კომპანიის შიდა ქსელის ლოგისტიკური პროცესების მართვა; - რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა საორგანიზაციო საქმიანობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; - ავტომანქანის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება C კატეგორიის მქონე კანდიდატს.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.