სტაჟირება - სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ : სტაჟიორს სამედიცინო აპარატურის ინჟინერის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი ბიოინჟინერიაში (ასევე მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
ფუნქცია-მოვალეობები: - სამედიცინო აპარატების/დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა - სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემის დროული და ეფექტური მოგვარება - საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი - სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება სამედიცინო აპარატურის შესყიდვის განყოფილებისთვის - კომუნიკაცია ექიმებთან, სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოგვარების/შეკეთების ვადების მიწოდება - აპარატების შესახებ პერიოდული ანაგარიშის მომზადება (დაზიანებისა და მდგომარეობის შესახებ) და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება - უშუალო ხემძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში
აუცილებელი ცოდნა : - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel და MS Word
ვეძებთ ადამიანს, ვისაც: - აქვს განვითარების დიდი მოტივაცია; - აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით: - ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.