მზარეულის დამხმარე
შპს "ლუმბა" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
თანამედროვე დანადგარების საშუალებით, კომპანია "ლუმბა" ქმნის ჯანსაღ, ნუტრიციულად მდიდარ, ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალ წასახემსებლებს.
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, 65, თბილისი სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქტების შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
- პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
- დანადგარების გამოყენების სრულყოფილი ცოდნა;
- ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
- პროდუქტის შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
- მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
- ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა (HACCP);
საჭირო უნარ-ჩვევები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ, გუნდურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს
- სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მზარეული.
საკონტაქტო ტელეფონი.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.