პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება; - მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება; - საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი. - საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. - კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - გუნდური მუშაობის უნარი - პასუხისმგებლობის გრძნობა - დეტალებზე ორიენტირებულობა - მართვის მოწმობა - B კატეგორია.
პირობები: - ანაზღაურება: 1600 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით - დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. - ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. - დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.