გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7S0ZZFPQ გამოქვეყნდა 18 ნოე 4 ნახვა

კლასის ასისტენტი

ათასწლეულის სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.

https://millennium-school.org

ვეძებთ კლასის ასისტენტს, რომელიც დამრიგებელთან და მასწავლებლებთან ერთად იზრუნებს კლასის თითოეული მოსწავლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • ეხმარება დამრიგებელს კლასში უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში;
  • აკვირდება მოსწავლეთა ქცევას, ჩართულობასა და კეთილდღეობას და დაკვირვებებს დროულად უზიარებს დამრიგებელს;
  • გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებლის მითითებით, ინდივიდუალურ ან მცირე ჯგუფურ მხარდაჭერას უწევს მოსწავლეებს, რომლებსაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ;
  • ზედამხედველობს მოსწავლეებს შესვენებებზე, სასადილოში, ეზოში და სკოლის შენობაში გადაადგილებისას;
  • ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალებისა და რესურსების მომზადებასა და კლასის სივრცის ორგანიზებაში;
  • სკოლის ფსიქოლოგთან და დამრიგებელთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის განხორციელებას;
  • მონაწილეობს კლასის საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების, ექსკურსიებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში;
  • დამრიგებლის მითითებით ეხმარება კლასის დოკუმენტაციის წარმოებაში, მათ შორის, ელექტრონულ ჟურნალში;
  • მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და მხარს უჭერს სკოლის ღირებულებებსა და კულტურას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტი (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
  • მასწავლებლის ასისტენტად ან კლასში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
  • სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში);
  • ბავშვის განვითარებისა და სოციალურ-ემოციური სწავლის საფუძვლების ცოდნა;
  • ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საბაზისო უნარი;
  • კოლეგებთან და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის, გუნდში მუშაობისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია, მოთმინება, ინიციატივა და სწავლის სურვილი.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესის მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია, რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს Subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესისა და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე https://millennium-school.org.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

აღმზდელის თანაშემწე

ახალი
საბავშვო ბაგა-ბაღი Teddy თბილისი სრული განაკვეთი განათლება
მიმართე აქ 17 ნოე ₾700 17 ნოე

ღია კონკურსი - კინომცოდნეობის მიმართულების პროფესორი / ასოცირებული პროფესორი

ახალი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი სრული განაკვეთი განათლება
მიმართე აქ 17 ნოე 17 ნოე

ძიძა

ახალი
საბავშვო ბაგა-ბაღი Teddy თბილისი სრული განაკვეთი განათლება
მიმართე აქ 17 ნოე 17 ნოე

ღია კონკურსი - თეატროლოგიის მიმართულების პროფესორი

ახალი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი სრული განაკვეთი განათლება
მიმართე აქ 17 ნოე 17 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა