პროდუქტ მენეჯერი
"SGS Dental"-ის საიმპლანტაციო სისტემების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სტომატოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი);
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობისა და პროდუქციის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით სტომატოლოგიურ სფეროში);
** პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint);
დამატებითი მოთხოვნები:
** საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის (საიმპლანტაციო სისტემების) სიღრმისეული შესწავლა, პოზიციონირება და ბაზარზე დანერგვა;
** ექიმ-სტომატოლოგებთან და კლინიკებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე: (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროდუქტ მენეჯერი").
ჩვენ შესახებ:
კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SGSdentalG
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.