ბუღალტერ-კალკულატორი
ღამის კლუბი „Teatro“ (ქ. ბათუმი) აცხადებს მიღებას ბუღალტერ-კალკულატორის (Cost Accountant) თანამდებობაზე:
ძირითადი მოვალეობები: - კერძებისა და სასმელების თვითღირებულების (Cost) გამოთვლა. - ტექნოლოგიური ბარათების მომზადება და მათი განახლების კონტროლი. - საწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციების ჩატარება. - დანაკარგებისა და ჩამოწერების ანალიზი. - შესყიდვების დოკუმენტაციისა და ფასების სისწორის შემოწმება. - საქონლის მოძრაობის კონტროლი საწყობებს შორის. - ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური Cost Report-ების მომზადება. - Food Cost-ისა და Beverage Cost-ის ანალიზი. - თანამშრომლობა ბუღალტერიასთან, შესყიდვებისა და სამზარეულოს გუნდებთან. - ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით. - Cost Controller-ის ან ბუღალტერ-კალკულატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. - Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. - R-Keeper, Micros ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა. - მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ: - ოფიციალურ დასაქმებას; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.teatro.2026@gmail.com ან დაგვიკავშირდით: @loungeclub27