8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7X6NECCD გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

დისპენსერების 1C ოპერატორი

აქვა გეო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.

კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისპენსერების 1C ოპერატორი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი.

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 17:00 საათი (1 საათი შესვენება)

** ბენეფიტი: ტრანსპორტირება და ადგილზე კვება

** ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და დამუშავება. მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება

** ტარების და დისპენსერების მოძრაობის პროგრამაში ასახვა და დოკუმენტირება (შესაბამისი ხელშეკრულების შევსება და სასაქონლო ზედნადების გამოწერა)

** დავალიანების ამოღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, საბუღალტრო სპეციალობით)

** სასურველია გაყიდვების მიმართულებით 1 წლის სამუშაო გამოცდილება

** საოფისე პროგრამების ცოდნა

** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** კომუნიკაბელურობა

** პუნქტუალობა

** ორგანიზების უნარი

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აქვა გეო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის