გაყიდვების მენეჯერი
ახალი ტურისტული კომპანია Caucasus Gateway ეძებს მოტივირებულ და პროაქტიულ გაყიდვების მენეჯერს.
მოვალეობები - ახალი ბიზნესის მოზიდვა , კლიენტებისა და პარტნიორების შემოსული მოთხოვნების მართვა. - ტურისტული შეთავაზებებისა და ფასების მომზადება. - გაყიდვების პროცესის სრული მართვა მოთხოვნის მიღებიდან ჯავშნის დადასტურებამდე. - ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება - ოპერაციულ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მოთხოვნები - ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა. - რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. - ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია. - ჩინეთის და/ან ინდოეთის ტურისტულ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. - ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გაყიდვების უნარები. - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ - კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსების სისტემას. - სამედიცინო დაზღვევას. - კარიერული განვითარების შესაძლებლობას. - მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე: georgia@caucasusgates.com