პრისეილერი
ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია შოპი ეძებს ორ პრისეილერს: - აღმოსავლეთ საქართველო - დასავლეთ საქართველო
ძირითადი მოვალეობები: - არსებული სავაჭრო ობიექტების მონახულება - შეკვეთების მიღება - ახალი კლიენტების მოძიება - პროდუქციის შეთავაზება - დებიტორული დავალიანების კონტროლი
მოთხოვნები: - B კატეგორიის მართვის მოწმობა, მიღებული 2020 წელს ან უფრო ადრე - კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - Excel-ისა და CRM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ბონუსს - საშუალო ჯამურ შემოსავალს 4 000–5 000 ლარი - კომპანიის ავტომობილსა და საწვავს - ტრენინგსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას - ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
სამუშაო კვირა - 40 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: LLCSHOPPY1@GMAIL.COM