რესეფშენი/ადმინისტრატორი
სასტუმრო "ოლდ ვოლ" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები
- გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი (ხელსაყრელია სტუდენტებისათვის); 24 საათიანი სმენა ყოველ მეოთხე დღეს.
- ანაზღაურება: 24 საათიანი სმენა 100 ლარი (ხელზე ასაღები);
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა
ფუნქცია-მოვალეობები
- სტუმრების მიღება-განთავსება;
- სტუმრის პრობლემებზე სწრაფი რეაგირება;
- სასტუმროს პროგრამასთან მუშაობა;
- სასტუმროს საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის გაცვლა;
- მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
- სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენა ჩაითვლება უპირატესად);
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
- ასაკი: 18-30 წლამდე
პიროვნული მახასიათებლები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
გთავაზობთ
- განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე. Subject-ის ველში აუცილებელია, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.