გამბერი დანადგარის ოპერატორი
„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.
„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას გამბერი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი ფუნქციები
- გამბერი დანადგარის მართვა (გაშვება/გაჩერება და პარამეტრების კონტროლი);
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის მარკირება, შეფუთვის კონტროლი და წუნის სორტირება დადგენილი პროცედურების მიხედვით;
- სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება (პარამეტრების ანგარიში, ოპერატორის ჟურნალი);
- სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციული/ტექნიკური დავალებების შესრულება.
სამუშაო დრო: სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
დამატებითი სარგებელი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი
დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/ly3T3