მოლარე
"ATELIER OUTLET/ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
ლოკაცია: დიღომი გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე
- დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
- FITPASS
- კარიერული წინსვლა
მოვალეობები
- სალარო ოპერაციების განხორციელება
- დღის გახსნა/დახურვა
- ტერმინალებთან მუშაობა
- პროდუქციის მოვლა.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV მეილზე. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!