ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაბეჭდი პროდუქციის (ეტიკეტის კოლოფების) ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ფერების შესაბამისობის, ბეჭდვის სიზუსტისა და ვიზუალური პარამეტრების შემოწმება;
- აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პირობები:
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1 600 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად), შემდგომში ზრდის პერსპექტივით.
- სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე - 08:30-20:30 (შესვენება 1 საათი).
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108
ბენეფიტები:
- Fitpass (ფიტპასი);
- უფასო კვება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი (ტრენინგი უზრუნველყოფილია ადგილზე);
- უმაღლესი განათლება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.