გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

85V5KFRM გამოქვეყნდა 4 ნოე 15 ნახვა

საწყობისა და შესყიდვების მენეჯერი

მისტერ მასტერი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს სთავაზობს — 24/7, ყოველდღე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

  • www.mrmaster.ge
  • Facebook

მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

პოზიციის მიზანი:

საწყობისა და შესყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის საჭიროებების შესაბამისად მატერიალური რესურსების შესყიდვაზე, მომწოდებლებთან ურთიერთობაზე, საწყობის მართვასა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-კონტროლზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში;
  • საწყობის მართვის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი მომწოდებლების მოძიება და ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
  • შესყიდვების პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებებისა და ინვოისების მომზადება და კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერიასთან შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
  • ხელსაწყოებისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების ნაშთების კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის პროცესების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საქონლის, მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების პროგრამა 1C-ში აღრიცხვა;
  • სასაწყობო ოპერაციების სისწორისა და აღრიცხვის პროცესის კონტროლი;
  • ადგილობრივ ბაზარზე ფასების კვლევა, შედარება და მომწოდებლებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ფიქსირებული ანაზღაურება + კვარტალური პრემია, KPI მაჩვენებლების შესრულების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

პიროვნული უნარები

  • მომსახურებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტის მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობისა და შესყიდვების მენეჯერი".

შპს "404"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი მოთხოვნების შეუსაბამობის გამო ან შესაბამისი საფუძვლისა და თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შენახულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა