მოლარე-კონსულტანტი
შპს "ალკოსფერო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილები: დიღომი, საბურთალო, ვერა
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტირება და დახმარება პროდუქციის შერჩევის პროცესში; ** სალარო აპარატთან მუშაობა და ანგარიშსწორების განხორციელება; ** პროდუქციის მიღება, განთავსება და ვიტრინების მოწესრიგება; ** სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** ჩამოსასხმელი ლუდის მომზადება და მომხმარებლისთვის გაცემა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის მარაგების კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; გრაფიკი: კვირაში 6 დღე, მცოცავი გრაფიკი, ცვლები: 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00 ანაზღაურება: 1300 ლარამდე (ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე მეილზე: hr@alcosphere.ge
შპს "ალკოსფერო" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის.