ექიმი-მიკრობიოლოგი
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;
ფუნქცია მოვალეობები:
** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
** ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
** საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად.
** გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში.
** რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან.
** შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - /ბიოლოგიის/მედიცინის/ განხრით;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
** ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა.
** პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.