9332 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8AJXXY3A გამოქვეყნდა 27 ოქტ 11 ნახვა

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მლესავის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
  • გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
  • კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაო ადგილისა და ზედაპირების მომზადება შელესვისთვის;
  • სალესი ნარევების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მიმმართველების, კუთხის პროფილებისა და გამამაგრებელი ბადეების დამონტაჟება;
  • კედლების, ჭერის, ღიობებისა და სხვა ზედაპირების შელესვა შესაბამისი მასალებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით;
  • შელესილი ზედაპირების გასწორება და შემდგომი მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  • სამუშაო ადგილისა და ხელსაწყოების მოწესრიგება, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფესიული განათლება (სასურველია);
  • უნდა ჰქონდეს მლესავად ან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

  • შელესვის ტექნოლოგია და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობა;
  • სალესი მასალების მომზადებისა და გამოყენების ძირითადი წესები;
  • ზედაპირების მომზადებისა და მიმმართველების მოწყობის მეთოდები;
  • სამუშაო ნახაზების წაკითხვა, ზომების აღება და მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
  • შელესილი ზედაპირების ხარისხის შემოწმებისა და ხარვეზების გამოსწორების მეთოდები;
  • ხელსაწყოების უსაფრთხოდ გამოყენებისა და შრომის უსაფრთხოების წესები.

უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მლესავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა