შესყიდვების მენეჯერი
"ibis Styles Old Tbilisi" Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე. მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39
სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის კვლევის წარმოება და მეტად შესაფერის მომწოდებლებთან თანამშრომლობა
- შეკვეთებისა და პროდუქტის მიღების წარმოება
- მარაგის დონეების პერიოდული კონტროლი, შესყიდვების მოთხოვნების წარმოება სასტუმროს პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად
- საწყობში არსებული ყველა ნივთის მაქსიმალური და მინიმალური დონეების შენარჩუნება და კონტროლი
- შესყიდვების მოთხოვნის რაოდენობის შესაბამისად მიღება-ჩაბარების კონტროლი. FIFO-ს პრინციპით ხელმძღვანელობა (თავდაპირველად მიღებული საქონლის პირველი გაცემა)
- მომხმარებელი დეპარტამენტებისთვის მოთხოვნილი საქონლის სწორი გაცემა
- ყველა მომწოდებელთან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
- მარაგებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა
- პროდუქტების ვადების კონტროლი. ვადაგასული საქონლის მომწოდებელთან დაბრუნება ან განადგურება და მისი აღრიცხვა
- შემთხვევითობის პრინციპით, ძვირადღირებული საქონლის პერიოდული ინვენტარიზაცია
- შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობის მიღება მარაგების შევსების დაგეგმვაში
- საწყობებში ყოველთვიური ინვენტარიზაციის წარმოება სხვა თანამშრომელთან ერთად
- ნებისმიერი სხვა გონივრული დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- "Materials Control"-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ.მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.