7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8BMT2GZV გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ბრენდ მენეჯერი

SMOTORS via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბრენდ მენეჯერი მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა: - კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგილ ბიუჯეტზე) - საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა; - გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა; - მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად; - შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია; - დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება; - ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი; - დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად; - კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა; - საგარანტიო საკითხებში ჩართულობა; - მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა) - აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; - ექსელის კარგად ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ: - მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. - ანაზღაურება - ფიქსირებული

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
SMOTORS
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა